ქართული ვებ გვერდი
სულხან-საბა ორბელიანი
ორბელიანთა დიდი ოჯახის გამორჩეული წარმომადგენელი, მრავალმხრივი კულტურული და საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი, მწერალი, ლექსიკოგრაფი.
სულხან-საბა ორბელიანი საკუთარ ბიოგრაფიას გადმოსცემ ავტოგრაფულ ნუსხებში– “ქილილა და დამანას” ანდერძში, “ძლისპირის” დალექსიკონის ავტოგრაფულ ხელნაწერებში(H_1658); შემონახულია მისი მიმოწერა საერო და სასულიერო პირებთან, მემუარული ჩანაწერები და სხვ. ესმასალა დოკუმენტურად ასახავს მის კულტურულ და პოლიტიკურ მოღვაწეობას, უაღრესად ფართო თვალსაწიერს დ აეროვნულ მიზანსწარფვას.
სულხან-საბა ორბელიანი დაიბადა სოფელ ტანძიაში 1658 წლის 24 ოქტომბერს. იგი იყო ვახტანგ ორბელის– “საქართველოს ბრჭეთმთავრისა და მოსამართლეთუხუცესის” ოჯახში; იყო მეფე არჩილII-ის, გიორგიXI-ისა და ლევან ბატონიშვილის(ვახტანგVI-ისმამა) დედის ძმისწული. მისი დედა თამარი ზაალ არაგვის ერისთავის ასული იყო.
სულხანმა, რომელიც მაღალ არისტოკრატულ წრეს ეკუთვნოდა, ჩინებული სასულიერო და საერო განათლება მიიღო. იგი გიორგიXI-ის“შვილურად გაზრდილი და განსწავლებული” ყოფილა. ყრმობიდან შესდგომია“ძლისპირთა და გალობათა სწავლას”, მამისგან დაუფლებია კალიგრაფიის ხელოვნებას, შეუსწავლია უცხო ენები– სომხური, თურქული, ბერძნული, ლათინური, რასაც მოწმობს მის მიერ შედგენილი ლექსიკონი და ავტორისეული მინიშნებები ავტოგრაფულ ხელნაწერებში.
სულხანი გიორგიXI-ის ერთგული თანამებრძოლი იყო ეროვნულ ბრძოლაში ყიზილბაშებისა და რენეგატი ნაზარალი-ხანის(ერეკლე I-ის) წინააღმდეგ. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ვახტანგ ბატონიშვილთან(მომავალივახტანგVI) იყო მისი აღმზრდელი, გულშემატკივარი დაპოლიტიკური მრჩეველი იმ ურთულეს ხანაში_ მუსლიმთა მოძალების, ქართველ თავადთა ძალმომრეობისა და მედროვეთა მოღალატური პოლიტიკის პირობებში. სულხანი ეკუთვნოდა მოღვაწეთა იმ დასს, რომელიციღვწოდაფეოდალთაპოლიტიკურიუფლებებისშეზღუდვის, სახელმწიფო, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის მოწესრიგებისა და ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული წინსვლისათვის. მათი უმთავრესი მიზანი საქართველოს ერთ სამეფოდ გადაქცევა იყო(ნ. ბერძენიშვილი).
სულხან-საბას ბიოგრაფია ასახავს ქვეყნის რთულ, შიდა და გარე წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდს. 1688 წელს, როდესაც ირანის შაჰმა გიორგიXI-ს მეფობა ჩამოართვა, სულხანი იძულებული იყო გასცლოდა ქართლს. იგი იმყოფებოდა ჯერ იმერთში, შემდეგ სამცხეში. 1698 წელს კი ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის უდაბნოს ნათლისმცემლის მონასტერში საბას სახელით.
1713-1715 წლებში საბა ვახტანგVI-ის დავალებით ევროპის ქვეყნებშიმ ოგზაურობს დიპლომატიური მისიით, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში. ვახტანგVI ამ დროს ქირმანშია დატყვევებული. საქართველო მტრულ მუსლიმურ გარემოცვაშია; ირანის, ოსმალეთის, ამიერკავკასიის სახანოებისა და დაღესტნელთა მოძალების პირობებში ქვეყანა ვერ ახერხებდა თვითმყოფადობის შენარჩუნებას საკუთარი ძალებით. ვახტანგVI და სულხან-საბა გამოსავალს ევროპის ქვეყნებთან დაახლოებასა და მათგან დახმარების მიღებაში ეძებდნენ. საბამ კათოლიკობაც მიიღო გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით. ამან ძალიან გაართულა მისი მდგომარეობა საქართველოში როგორც სასულიერო, ისე საერო წრეებში.
თვით ევროპის ქვეყნებიციყვნენ დაინტერესებული საქართველოში სავაჭრო ურთიერთობების განვითარებით. ევროპის კაპიტალს ახლო და შუააღმოსავლეთის ქვეყნებში გზას უკაფავდა ვატიკანი. ამიტომ, ბუნებრივია იმდროინდელი მოღვაწეების მცდელობა, შუამავლად გამოეყენებინათ რომის პაპი ევროპის უდიდეს ქვეყნებთან მოლაპარაკებაში. ვახტანგVI-ს ირანში ყოფნის დროსაც ჰქონდა კავშირი კათოლიკე მისიონერებთან. დავით ლანგი სცნობით, ფრანგი კაპუცინი პიერდ’ისუდუნი საფრანგეთის ელჩსკონსტანტინოპოლში სწერდა, რომ ვახტანგVI-ს გადასცა ლუიXIV-ისა დ თვითონ ელჩის წერილები. ვახტანგის პასუხს დაუყოვნებლივ მოჰყვა სულხან-საბას ელჩობა ევროპაში. (ვ. გაბაშვილი). როგორც ცნობილია, “საქართველოს მამად წოდებული” ქართველი მოღვაწე ორჯერ შეხვდა ლუიXIV-ს, დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა მეფის კარზე, ისევე როგორც რომში, კლიმენტი XI-სთან აუდიენციისას, თუმცა საბას და ქართველთა დიდი ნაწილის გულუბრყვილო იმედები არ გამართლდა. საფრანგეთის მთავრობას იმდროს ირანისა და თურქეთის ბაზრები აინტერესებდა. საბას ელჩობამდე ცოტა ხნით ადრე, 1708 წელს, ირანსა და საფრანგეთს შორის სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც წინასწარ გამორიცხავდა საბას დიპლომატიურ წარმატებას საფრანგეთის სამეფო კარზე.
1724 წელს მხცოვანი საბა რუსეთში გაემგზავრავახტანგVI-ის ამალასთან ერთად. ვახტანგს ახლდნენ სულხანის ძმებიც. პეტრე პირველის რუსეთი უკანასკნელი იმედი იყო ქვეყნიდან გადახვეწილი ქართველებისათვის. მიუხედავადიმისა, რომ რუსეთის იმპერატორს განსაკუთრებული გეო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესი ჰქონდა საქართველოს მიმართ, რეალური დახმარება არც აქედან ყოფილა. კავკასიონის გადალახვის შემდეგ ვახტანგი დაბანაკდა სოლაღში, საბა კი გაემგზავრა მოსკოვს, რათა მიეღო ნებართ ვავახტანგის ამალის პეტერბურგში ჩასვლის თაობაზე. იგი ვსესვიატსკოეში არჩილის სასახლეში გაჩერდა დარეჯან ბატონიშვილთან. დარეჯანი თავისი პირადი კონტაქტების წყალობით ეხმარებოდა ვახტანგის წარგზავნილ ელჩსპ ეტრესთან ურთიერთობის დამყარებაში. ჯანმრთელობა შერყეული საბა აქვე გარდაიცვალა 1725 წლის 26 იანვარს. მისი ძმის, დიმიტრის სიტყვებით, “ფრიად მაშვრალი მუშაკი მოკვდა, დაეფლა რუსთველსა”.
სულხან-საბა ორბელიანს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული კულტურის, საერო და სასულიერო მწერლობის, ლექსიკოგრაფიის, მეცნიერების აღორძინებისა და განვითარების საქმეში.
იგავ-არაკთა კრებულმა“სიბრძნე-სიცრუისა” სულხან-საბას დიდი მეიგავის სახელი დაუმკვიდრა ქართულ ლიტერატურაში. თხზულება ე.წ. ჩარჩოიანი თხრობის პრინციპითა ააგებული_ მისი სიუჟეტური რკალი შეკრულია და დასრულებული, რომლის შიგნით გარკვეული იდეით ერთმანეთთან დაკავშირებულ იგავებში ავტორი“განათლებული აბსოლუტიზმის” იდეას ქადაგებს; კეთილისა და ბოროტის დაპირისპირების ფონზე იგი ამხელს საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სენს_ სიძუნწეს, ფარისევლობას, ამპარტავნობას, უმადურობას, უმოქმედობას და სხვ. ამავე დროს გონებამახვილური სენტენციების მოშველიებით აღვივებს სიკეთისადმი რწმენას და მაღალზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულების გრძნობას. თხზულება მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს იმდროინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების შესასწავლადაც(კ. კეკელიძე).
სულხან-საბა ორბელიანი სქადაგებათა კრებული“სწავლანი ანუ ქადაგებანი”, ავტორის სიტყვებით, “უდაბნოსთან ამისვლისათვის და მათთა ნუგეშინისმცემელთათვის ქება”, შემონახულია ერთადერთი ხელნაწერით, რომელიც გადაწერილია სულხანის ძმის ზოსიმეს მიერ მოსკოვში 1729 წელს. კრებული დაწერილია სულხანის ბერობის პერიოდში, დავით გარეჯაში, 1698-1710 წლებში. იგი46 ქადაგებისაგან შედგება და მოიცავს“სწავლანს” ეკლესიისათვის, აღსარებისათვის, სიმშვიდისათვის, ვერცხლისმოყვარეობისათვის, გიორგობის დღისა და ქართველთათა თრობისათვის და სხვ. “ის ძალზე მნიშვნელოვან მასალას წარმოადგენს გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის ისტორიის, სულხან-საბას ცხოვრება-მოღვაწეობის შესწავლისათვის და ქართული ჰომილეტიკური მწერლობის ისტორიისათვის(ლ. მენაბდე). გარდა ამისა, მას ეკუთვნის სასულიერო შინაარსის სხვა შრომებიც: ბიბლიის კონკორდანსიანუ სიმფონია, “წამებანი წმიდისა წინასწარმეტყველთნი”, “სამოთხის კარი” - თქმული“უსწავლელ ბერთა ყრმათათვის” სასწავლოდ” (ხელნაწერიS 2951), “სწავლა მეცნიერთათვის თქმული”.
საბას“სიტყვის კონა”, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, განსაკუთრებული მოვლენაა ქართული კულტურის, ენისა თუ მეცნიერების ისტორიის თვალსაზრისით. მასში დაფიქსირებულია ძველი ქართული სამწერლო ენის ლექსიკა, გამოკრებილი ძველი ქართული ტექსტებიდან, მისი თანამედროვე ენის მონაცემები, მათ შორის ზეპირსიტყვიერებიდან მომდინარე, “სხვათასიტყვები”. ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის არნოლდ ჩიქობავას სიტყვებით, საბამ“მრავალი სიტყვა, აწმივიწყებული, ქართულ ენას შემოუნახა და ამით ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ქართული ენისა და ქართული კულტურის ისტორიას”. ლექსიკონზე მუშაობა სამ ეტაპად მიმდინარეობდა: თავდაპირველად შეიქმნა მოკლე, C რედაქცია(1713 წლამდე, ევროპაში გამგზავრებამდე),B რედაქცია, რომელიც ძირითადად კონსტანტინოპოლში შემუშავდა(1715-1716 წლები),A რედაქცია კი ყალიბდებოდა მისი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ და ვითარდებოდა მისი სიცოცხლის ბოლომდე. ლექსიკოგრაფიულ მუშაობაში მას დიდ დახმარებას უწევდა ვახტანგVI – განმარტავდ სპეციალურ ლექსიკას, ავსებდა წყაროებით და დამატებითი ლექსიკური ერთეულებით; და ასევე მისი ძმა ზოსიმე, გადანუსხავდა შევსებულ-შესწორებულ ცალებს(ლ. ქუთათელაძე).
სულხან-საბა ორბელიანმა შექმნა მთელ აღმოსავლეთში ცნობილი იგავ-არაკთა კრებულის“ქილილა და დამანას” სპარსული ენაზე შექმნილი ვერსიის“ანვარესოჰაილის” C ვერსია. ვახტანგVI-მ, რომელმაც შეადგინა სპარსული ძეგლის პწკარედული თარგმანი, საბას გაუგზავნაიგი“გასაჩალხავად”, რითაც შემოირიგა უსამართლოდ გარიყული მოძღვარი. სულხანმა შექმნა ქართული ორიგინალური ძეგლისდონის ნაწარმოები, ლექსნარევი პროზის უბადლო ნიმუში. თხზულებაში პოეტური ოსტატობით გამორჩეული ლექსებიცაა ჩართული, მაგალითად ცნობილი ლექსი”ქალი”, რომელსაც ქართული ლექსის რეფორმატორი მამუკა ბარათაშვილი“უცხოს” უწოდებს. ესარის პირველი მაგალითი ნოვატორული მეთოდის გამოყენებისა ძველ ქართულ პოეზიაში კლასიკური პერიოდის შემდეგ. “ქალი” დაწერილია ახალიმეტრით, ახალი კომპოზიციური პრინციპის კვალობაზე(ალ. ბარამიძე). ლექსი მდიდარია პოეტური სახეებით, ჟღერადია და ლაღი.
სულხან-საბა ორბელიანის ,,მოგზაურობა ევროპაში’’ |
No comments:
Post a Comment