თანამედროვეთა შორის მის დიდ ავტორიტეტს მშვენივრად ესადაგება ერთი ფრანგი მისიონერის ჟან რიშარის სიტყვები: "იგი მთელ საქართველოს მამად მიაჩნია”-ო. სულხან საბა ორბელიანი 1658 წლის 4 ნოემბერს ქვემო ქართლში ბოლნისის მახლობლად სოფელ ტანძიაში დაიბადა, იქ გაატარა თავისი ბავშვობა და ყრმობის წლები, გიორგი XI-ის სამეფო კარზე აღზრდილმა სასახლის უდიდესი ბიბლიოთეკის წყალობით ენციკლოპედიური განათლება მიიღო. მან 20-
25 წლის ასაკში დაწერა იგავ-არაკების კრებული "სიბრძნე სიცრუისა”, რომელიც ცხოვრებაზე ღრმა დაკვირვების ნაყოფია. ნაწარმოებში სწავლა-აღრზდის საკითხები იგავ-არაკული ფორმით არის გადმოცემული. მკითხველი კი გრძნობს, რამდენად კარგად, გააზრებულად და ბუნებრივად ჩააქსოვა დიდმა შემოქმედმა ადამიანსა და ცხოველში ესა თუ ის აზრი, შეგონება და ცხოვრებისეული დაკვირვების შედეგები. იგი კარგად იცნობს ადამიანის ბუნებას, მის ძლიერ და სუსტ მხარეებს. მას ადამიანური მოქმედების არაერთი მხარე აქვს შეფასებული, არაერთ კიხვაზეა პასუხი გაცემული და ხვდები, რომ ადამიანმა სიცოცხლეში სიკეთე უნდა ჩაიდინოს. უძვირფასესი საუნჯეა მისი სიტყვის კონა. .ენციკლოპედიური ელემენტების შემცველი "ქართული ლექსიკონი" გამოირჩევა მოწინავე მეთოდოლოგიითა და ფაქტობრივი მასალის სიუხვით(აღსანიშნავია, რომ "მსოფლიო ჯერ ენციკლობედიას არ იცნობს. მისი პირველი ტომი 1754 წელს გამოვიდა, ფრანგული ენის ლექსიკონი კი მხოლოდ 1685 წელს გამოსცა საფრანგეთის აკადემიამ." (ა.ჯიქია).).
ყველაზე მეტად ამ ნაწარმოებებში გამოვლინდა მისი უკვდავი გენია, რომლებიც ვეფხისტყაოსნის შემდეგ ძველ საქართველოში ყველაზე პოპულარულ ძეგლებად იქცა. ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება მისი უკვდავი ნაწარმოებების შესახებ, მაგრამ ყოველივეს ფურცლები ვერ დაიტევს. ამიტომ გამოყოფ რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდს მისი ბიოგრაფიიდან.
. სულხან საბა ორბელიანი საქართველოს მეფის ვახტანგ VI-ის აღმრზდელი იყო. სახელგანთქმული პოეტი და სწავლული ვახტანგ VI, საქართველოს სულიერი აღორძინებისათვის დაწყებული დიდი მოძრაობის თავკაცი იყო. კულტურულ სფეროში მათ არაერთ საშვილიშვილო საქმეს ჩაუყარეს საფუძველი. 1709 წელს მათი ძალისხმევით გაიხსნა პირველი სტამბა, სადაც პირველად დაიბეჭდა სახარება, შემდეგ კი ვეფხისტაოსანი. ამ პერიოდში მოხდა ქართული მატიანეების თავმოყრა და შევსება, რაც საფუძვლად დაედო ქართულ ისტორიოგრაფიას. სულხან საბა ორბელიანს ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრში ვხედავთ ვახტანგ VI- სთან ერთად. ბერის სამოსით შემოსილი ეძებდა გზებს ქვეყნის ოსმალითისგან გასანთავისუფლებლად (სულხანი 1698 წელს ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის მონასტერში . ამ დროიდან იწოდება იგი სულხან-საბად.). სულხან-საბა ორბელიანი დასახმარებლად დასავლეთს მიმართავს. მისი სახელმწიფოებრივი ავტორიტეტის ზრდა მისი დიპლომატიური მისიებით დაგვირგვინდა. ასეთი იყო დიდი ქართველი მოღვაწის მოგზაურობის მარშუტი : კონსტანტინეპოლი, მარსელი, პარიზი, რომი, იტალიის სხვა ქალაქები. ბოლოს კონსტანტინეპოლი და თურქეთის გზით საქართველო. სულხან _ საბა პარიზში ეახლა ლუდოვიკო XIV-ს. იტალიაში კი რომის პაპს კლიმენტი XI_ს. მათ იცოდნენ რომ იგი მთელ საქართველოს მამად მიაჩნდა და ამიტომ საპატიო სტუმრად მიიღეს. მას რამდენი აუდიენცია ჰქონდა ლუდოვიკო XIV_სთან. თავისი სიდარბაისლით, მჭერმეტყველობით საქმიანი წინადადებებით, რომელიც მის მაღალ დიპლომატიურ ნიჭზე მეტყველებდნენ, სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა საფარანგეთის კარზე. აი რა აღტაცება გამოუწვევია მის სტუმრობას საფრანგეთის მეფის კარზე: ბედნიერებაა რომ გვქონდა უპირატესობა ჩვენი თვალით გვენახა სოლომონის სიბრძნე და ღვთის მოსაობა თქვენი უდიდებულესობის პიროვნებაში. საფრანგეთმა საქართველოს ქვეყანას დახმარება აღუთქვა. მაგრამ ისტორიის ფურცლებს არ შემორჩა ამ დიდი სურვილის დამადასტურებელი ფაქტები. მალე გარდაიცვალა ლუდოვიკო XIV. საფრანგეთში მართველი წრეები შეიცვალნენ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობა გამწვავდა. კონკრეტულმა ისტორიულმა ვითარებამ სულხან -საბას მოგზაურობა წარუმატებელი გახადა, მისი მცდელობები საქართველოსა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა დაახლოებისათვის, უნიადაგო აღმოჩნდა.
თაობები ეზიარება მისი გენიით შექმნილ ნაწარმოებებს. დიახ, სულხან_ საბას მოღვაწეობის პერიოდს სწორედ უწოდეს ენციკლოპედიური, ხოლო მას ამ მოძრაობის ჭეშმარიტ თავკაცი. ამ პერიოდშუ შეიკრიბა ქართველი ხალხის შემოქმედებითი ნიჭის მრავალი საუკუნეების ნამუშევარი, რათა შესწავლილი წარმოედგინათ და ცოდნა გამოეცათ შთამომავლობისათვის. დღეს საქარ|თველიშო მოქმედებს სულხან_საბა ორბელიანის სახელობის თეოლოგიის ფილოსოფიის კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტი. ტანძიაში კი დღესაც შემორჩენილია ძველი სასახლის ნანგრევები, მისი პატარა ეკლესია, რომელმაც წლების ქარტეხილებს გაუძლო და დღესაც ელოდება მნახველს.
No comments:
Post a Comment